ტური ქუთაისში Featured

Rate this item
(0 votes)

დღე 1
მღვიმევის მონასტერი - კაცხის სვეტი - ქუთაისი - ბაგრატი - გეგუთი (ღამისთევა)

მღვიმევის მონასტერიკაცხის სვეტი
გეგუთიბაგრატი

მღვიმევის მონასტერი - მდებარეობს სოფელ მღვიმევში, სანახევროდ კლდეშია გამოკვეთილი და ძნელად მისადგომია. ეკლესიის მხატვრობის ძველ ფენაზე იკითხება ეკლესიის ამშენებლების , რაჭის ერისთავის რატის, მისი მეუღლისა და ძმის პორტრეტები. შესასვლელი ხის კარი მოჩუქურთმებულია და ხეზე კვეთის ოსტატობის უნიკალური ნიმუშია. ეკლესიის ქვეშ გრძელი გვირაბია , რომელიც ხეობას უკავშირდება.

ქუთაისი - იმერეთის ადმინისტრაციული ცენტრია, რომელიც აერთიანებს მხარის 12 მუნიციპალიტეტს. თბილისის შემდეგ ყველაზე დიდი ქალაქია . ძვ.წ. XIII-VII საუკუნეებში ქუთაისი უძველესი ქართული სახელმწიფოს - კოლხას მთავარი ქალაქი. საქართველოს გაერთიანების ხანიდან 978-დან - 1122 წლამდე ქუთაისი საქართველოს სატახტო ქალაქს წარმოადგენდა. XVI საუკუნიდან ქუთაისი იმერეთის სამეფოს დედაქალაქია.

ბაგრატის ტაძარი - მდებარეობს უქიმერიონის მთაზე მდებარეობს და გადმოჰყურებს მთელს ქუთაისს და მდინარე რიონს. ანტიკური ხანიდან ამ ადგილას მეფეების რეზიდენცია და აკროპოლისი იყო. ბაგრატის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი გაერთიანებული საქართველოს პირველ მეფეს ბაგრატ III -ის სახელს უკავშირდება ამიტომ ამ ტაძარს გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოდ მიიჩნევენ. ტაძარი ჯვარგუმბათოვანია, გვერდით მიშენებული აქვს სამსართულიანი საცოვრებელი კოშკი. შემორჩენილია ღვთისმშობლის ფრესკის კვალი. 1691 წ-ს თურქების შემოსევების დროს ტაძარი დაინგრა. შემდგომ ძველი ჩუქურთმების ასლების მიხედვით აღადგინეს დასავლეთის ფასადი.1994 წლიდან ტაძარი იუნესკოს ძეგლთა დაცვის ფონდში შეიტანესს , თუმცა 2009 წელს ტაძრის რეკონსტრუქციის შედეგ , როდესაც მას გუმბათი დაადგეს ბაგრატი გადაიტანეს იუნესკოს საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლების სიაში.

გეგუთი - ფეოდალური ხანის საქართველოს არქიტქტურის ძეგლი. სასახლე იყო მეფეთა დასასვენებელი რეზიდენცია. დღესდღეისობით მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი, რომელსაც 2000 მ2 უჭირავს. სასახლის ყველაზე ძველი ფენა ეკუთვნის 8-9 საუკუნეებს.

დღე 2
გელათი-მოწამეთა-ვანის ნაქალაქარი - თბილისი

გელათიმოწამეთა15
გელათი - აკადამია და მონასტერი აქ დავით IV აღმაშენებელმა ააშენა 1106 წ-ს. XII-XIIIსს-ში გელათი უდიდეს რელიგიურ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და ფილოსოფიურ ცენტრს წარმოადგენდა.გელათის დაარსება საქართველოს აღმავლობას უკავშირდებოდა. აქვე მდებარეობს ღვთისმშობლის სახელობის მთავარი ტაძარი, წმ გიორგის ეკლესია, წმ ნიკოლოზის კლესია, სამრეკლო, კარიბჭე და აკადემიის შენობა. ტაძრის მთავარ შესასვლელში მდებარეობს დავით აღმაშენებლის საფლავი მდებარეობს. შენობაში კი სადაც დავით IVდაკრძალეს დღესაც შემორჩენილია ფრესკები. მეფის საფლავის წინ , კლდეში ჩასმული ქალაქ განჯის კარები ჰკიდია. ტაძარი შეტანილია იუნესკოს ძეგლთა სიაში.

მოწამეთა - მდებარეობს გელათის მონასტრის მახლობლად, მდინარე წყალწითელას ხეობაში. იგი აგებულია წმინდა ძმების დავით და კონსტანტინე მხეიძეების უკვდავ საყოფად. ისინი იყვნენ არაგვთა ერისთავები, რომლებიც VIII საუკუნეში შემოსეულ არაბთა ლაშქარს მცირე რაზმით თავგანწირულად შეებრძოლნენ, დიდი წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად,ვერ შეაჩერეს ურიცხვი მტერი და დამარცხდნენ. არაბთა სარდალმა მურვან ყრუმ, შეპყრობილ ერისთავებს ქრისტეს რწმენის უარყოფა მოსთხოვა, რაზეც მტკიცე უარი მიიღო. განრისხებულმა მურვანმა დიდი ტანჯვა მიაყენა ძმებს, მაგრამ მათ საშინელი წამება ვაჟკაცურად აიტანეს და მოწამეთა გვირგვინით შეიმოსნენ. დავითისა და კონსტანტინეს ნეშტი ამ ეკლესიაში ინახება.

ვანის ნაქალაქარი - მდებარეობს დასავლეთ საქართველოში და ჩვ.წ.აღ 6-4 საუკუნეებში პოლიტიკურად წარმოადგენდა ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ქალაქს ძველ კოლხეთის სამეფოში. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა უამრავი ძვირფასი ნივთი და საფლავები, ცხოველების გამოსახულებები, სამკაულები და სხვა. ასევე მაღალი თანამდებობის პირების საფლავებში აღმოჩენილია ბერძნული კულტურისათვის დამახასიათებელი ნივთები, რაც ამტკიცებს იმას რომ იმ პერიოდისათვის დასავლეთ საქართველოს კულტურული ურთიერთობა ქონდა საბერძნეთთან. ვანის ნაქალაქარზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალა დაცულია ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმსა და სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში.

135 ლარიდან ერთ ადამიანზე

Leave a comment