ჩვენი კომპანია

ტურისტული კომპანია ,,თრეველშოფი” - ,,ეს სი თრეველის” მიერ გთავაზობთ ტურისტული მომსახურების ფართო არჩევანს, როგორც კერძო ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებისთვის, ასევე ტურისტული დასვენების მსურველთათვის.

საქმიანობის არეალი მოიცავს, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ტურიზმს.
კომპანია არის რამდენიმე საერთაშორისო და ადგილობრივი ასოციაციის წევრი:
• საერთაშორისო საჰაერო სატრანსპორტო ასოციაცია (IAთA) - 2010 წლიდან
• იაპონიის ტურისტული სააგენტოების ასოციაცია (ჟAთA) – 2009 წლიდან
• საქართველოს ტურიზმის ასოციაცია – 2009 წლიდან.

ჩვენი გუნდი
კომპანია დაკომპლექტებულია მაღალი პროფესიული უნარის მქონე კადრებით, რომლებიც მუდამ მზად არიან გაუზიარონ გამოცდილება და შესთავაზონ კლიენტს მომსახურების ფართო არჩევანი. ჩვენი მიზანია ყოველ კლიენტთან დამყარდეს ხანგრძლივი და მეგობრული ურთიერთობა.

კომპანიის თანამშრომლები ყოველთვის მზად არიან კლიენტს მიაწოდონ ეფექტური და ინოვაციური გადაწყვეტილებება, რომელიც უზრუნველყოფს ხარჯების კონტროლის და ასევე მათ შემცირებას.

ჩვენი მისია

ჩვენი კომპანიის ცოდნა და გამოცდილება საშუალებას იძლევა კლიენტებმა მიიღონ მომსახურების მაღალი ხარისხი. ჩვენი მიზანია სერვისის სრულყოფის მიზნით მენეჯმენტის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა.

ყოველი კლიენტისადმი მოქმედებს ინდივიდუალური მიდგომის პრინციპი, რაც საშუალებას იძვევა მგზავრმა მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს მოგზაურობის დროს.
ჩვენი მომსახურება
თრეველშოპი გთავაზობთ ყველა ტიპის მომსახურებას ტურიზმის სფეროში!

ჩვენ გთავაზობთ:

სასტუმროების დაჯავშნა როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს ყველა ქვეყანაში

• შიდა და საერთაშორისო ავიაბილეთებით მომსახურება

• შიდა და საერთაშორისო სარკინიგზო მგზავრობა

• ნებისმიერი სახის სატრანსპორო მომსახურება საქართველოში

• ღონისძიებების ორგანიზება (შეხვედრები, კონფერენციები, პრეზენტაციები და სხვა)

• ვერტმფრენით მომსახურება

ტურები საქართველოში

• ტურისტული დაზღვევა

• მანქანის დაქირავების სერვისი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში