5 დღიანი ტური სამცხე-ჯავახეთში Featured

დღე 1. ბორჯომი-ბორჯომის ხეობა - მწვანე მონასტერი (ღამისთევა ბორჯომში)

ბორჯომი - ქალაქ-კურორტი აღმოსავლეთ საქართველოში. ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტი ზღვის დონიდან 900მ -ზე მდებარეობს. ბორჯომი არის განთქმული მინერალური წყლებით, რომელის მდიდარია ადამიანისათვის სასარგებლო და მნიშნელოვანი მიკრო-ელემენტებით.
ბორჯომის ხეობა - ისტორიულ-გეოგრაფიული ხეობაა, ადრე მას სადგერი ხეობა ეწოდებოდა, 1819 წლიდან კი ბორჯომის ხეობა ეწოდა. სიგრძე დაახლოებით 60 კმ-ია , ხეობის სიღრმე კი 1300-1500 მ-ია. ხეობაში მრავლადაა ტერასული უბნები, მინერალური წყაროები , გრუნტის წყლები.
მწვანე მონასტერი - ჩითახევის წმინდა გიორგის მონასტერი – ასე ჰქვია ბორჯომის ხეობაში ულამაზეს ადგილას განლაგებულ მამათა მონასტერს, რომელსაც ხალხმა სიყვარულით მწვანე მონასტერი შეარქვა. მწვანე მონასტერი სამცხე-ჯავახეთის ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ვიწრო, დაბურულ ხეობაში მდებარეობს. მისი აშენების ისტორიას და სხვა სახის ინფორმაციას ჩვენამდე არ მოუღწევია, თუმცა, მეცნიერთა ვარაუდით, იგი ცნობილი ქართველი მოღვაწის, წმინდა გრიგოლ ხანძთელის მოწაფეების, ქრისტეფორესა და თევდორეს აშენებული უნდა იყოს IX-Xსაუკუნეებში. შაჰ-თამაზის შემოსევების დროს ეკლესია მთლიანად განადგურდა და საუკუნეების მანძილზე ღვთისმსახურება აღარ სრულდებოდა, 2002 წელს კი მისი რესტავრაციის შემდგეგ მამათა მოსატრერს ჩაუტარეს რესტავრაცია რის შემდგეაც მონასტერი განაგრძობს მოქმედებას.

დღე 2. საფარა - რაბათი - ღამისთევა ახალციხეში

safara

საფარა - მონასტერი ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია.XIII-XIV სს-ში კომპლექსში შედიოდა 12 ეკლესია და სალოცავი, დღესდღეისობით კი შემორჩენილია : წმ. საბას მთავარი ეკლესია , ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია , წმ. გიორგის ეკლესია, სამრეკლო და პატარა სამლოცველოები. სამცხის მთავრებმა ჯაყელებმა საფარა თავის რეზიდენციად გამოაცხადეს . ეკლესიაში სწორედ ჯაყელების გამოსახულებებია მოხატული. საერთოდ ეკლესიის მოხატულობა ამ პერიოდის მხატვრობის ნიმუშია, თუმცა ხატები მეფის რუსეთის დროს თეთრად იქნა გადაღებილი. 1988წლიდან სამონასტრო ცხოვრება აღდგა.

დღე 3. ხერთვისის ციხე - ვარძია (ღამისთევა)

ხერთვისის ციხე

ვარძია

ხერთვისის ციხე - აღმართულია არტაანისა და ჯავახეთის მტკვრის შესართავთან, მაღალ კლდოვან მთაზე. ციხის ცენტრალურ მონაკვეთზე იყო პატარა ეკლესიის ნანგრევი, რომელიც 2000 წელს აღადგინეს. ხერთვისს ქართველები თავდასაცავად აგებდნენ. ციხეში დაუზიანებლად არის შემორჩენილი მდინარემდე ჩასასვლელი დაუზიანებელი გვირაბი. ცენტრში კი დგას თავისი არქიტექტურით გამორჩეული 20 მეტრიანი კოშკი.

ვარძია - კლდეში გამოკვეთილი კომპლექსი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი ისტორიული ძეგლია. ზღვის დონიდან 1300 მ-ზე მდებარეობს , ერუშეთის მთის კლდეში . შედგებოდა 13 სართულისგან და 3000ზე მეტი გამოქვაბულისგან შედგებოდა და 5000 ადამიანი ცხოვრობდა. ვარძიაში განლაგებული იყო საცხოვრებელი სენაკები , სატრაპეზოები, ბეღელები, ღვინის მარნები, აფთიაქი და ბიბლიოთეკა. კომპლექსში წყლის გაყვანილობის სისტემაც მოწესრიგებული იყო აქ დღემდე არის შემორჩენილი წყარო, რომელიც თამარის სახელს ატარებს. ვარძიის მშენებლობა მეფე გიორგი III-მ დაიწყო, შემდგომ კი თამარ მეფემ გააგრძელა 1184-1186 წლებში.

დღე 4. ფარავნის ტბა- თბილისი

ფარავნის ტბა

ფარავნის ტბა - ვულკანურ-ტექტონიკური ტიპის ტბა სამხრეთ საქართველოში, აბულსამსარისა და ჯავახეთის ქედებს შორის არის მოქცეული. ზღვის დონიდან 2093 მ-ზე მდებარეობს. ფართობი 38მ2 წყლის სიღრმე კი 3.3მ-ია.აქ მრავლადაა წინა, ადრინდელი , შუა და გვიანდელი ფეოდალური ხანის ძეგლები, ციხე-სიმაგრეების ნანგრევები და ეკლესიები.

135 ლარიდან ერთ ადამიანზე

Leave a comment