საქართველო

საქართველო ერთი-ერთი უძველესი ქვეყანაა, რომელიც ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს

მოკლე ისტორია

საქართველო ერთი-ერთი უძველესი ქვეყანაა, რომელიც ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს და მთლიანად შავი ზღვის და კასპიის ზღვის 69,700 კვ.კმ-ს მოიცავს. საქართველოს მოსახლეობა 4.5 მილიონს შეადგენს.

ქართული ენა ერთ-ერთი ყველაზე ძველი ენა არის მსოფლიო ენებს შორის. იგი 2 000 წლისაა, რომელსაც საკუთარი დამწერლობა აქვს. ქართული დამწერლობის პირველი ნიმუშები V საუკუნის ისტორიულ ძეგლებზე იქნა აღმოჩენილი. პირველი ასეთი ნიმუში აღმოაჩინეს პალესტინაში, ჯვრის მონასტერზე, რომელიც ბეთლემის უდაბნოში მდებარეობს და თბილისის სამხრეთით, ბოლნისის სიონის კედლებზე.

საქართველოს ისტორია I საუკუნიდან VIII საუკუნემდე ემიჯნება დიდ აზიურ იმპერიებს. ამ პერიოდში გამოწვეულმა აუარებელმა ომებმა არაერთი უბედურება მოუტანა ქვეყანას. მიუხედავად ამისა XII-XIII საუკუნეებში საქართველოს მეფეებმა დავით აღმაშენებელმა და თამარ მეფემ საფუძველი ჩაუყარეს საქართველოს ტერიტორიულ გამთლიანებას., რასაც საქართველოს ,,ოქროს ხანა“ ეწოდება. თამარ მეფის მეფობის პერიოდს კი უკავშირდება ქვეყნის კულტურული რენესანსი, რომელიც მოიცავს მონასტრების მშენებლობას, ასევე ფრესკებისა და ორნამენტების დიზაინერულ გაფორემბას.

საქართველოს ბოლო დამპყრობელმა – რუსეთმა ქვეყნის შემოერთება დაიწყო 1801 წელს, ხოლო დასრულდა 1917 წ. 200 წლის განმავლობაში საქართველო შეადგენდა რუსეთის იმპერიის ნაწილს, პირველად როგორც რუსეთის გუბერნია, ხოლო შემდეგ როგორც საბჭოთა რესპუბლიკა.

1991 წ. საქართველ;ოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გამოცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა. 1992 წ. კი საქართველო გახდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სხვადასხვა საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების 179-ე წევრი.

2003 წლის ნოემბერის ვარდების რევოლუციამ განამტკიცა დემოკრატიული ქვეყნის სტატუსი.

გეოგრაფია

საქართველო კავკასიის რეგიონში მდებარეობს, კონტინენტების – ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე. ქვეყნის მთლიანი ფართობი დაახლოებით 69, 700 კვადრატული კილომეტრია.

ჩრდილოეთით საქართველო 723 კილომეტრიან საზღვარს იყოფს რუსეთის ფედერაციის სამხრეთის ოლქებთან. სამხრეთ-აღმოსავლეთით იგი აზერბაიჯანს ესაზღვრება (322 კმ.), სამხრეთით – სომხეთს (164კმ.), ხოლო სამხრეთ-დასავლეთით თურქეთს ემიჯნება (252კმ.).

საქართველო მთა-გორიანი ქვეყანაა. ლიხის ქედი მას აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად ჰყოფს. ისტორიულად საქართველოს დასავლეთ ნაწილი კოლხეთის, ხოლო აღმოსავლეთი იბერიის სახელით იყო ცნობილი.

ქვეყნის სამხრეთი მცირე კანკასიონის ქედებს უკავია. ჩრდილოეთ კავკასიონის მთები გაცილებით შთამბეჭდავია და მათი სიმაღლე 5 000 მეტრს სცილდება ზღვის დონიდან. საქართველოში ყველაზე მაღალი მწვერვალი შხარაა 5 201 მეტრზე ზღვის დონიდან. სიმაღლით გამოირჩევა მთები: ყაზბეგი (5 047 მეტრი), თეთნულდი (4 974 მეტრი) და უშბა (4 710 მეტრი).

ლანდშაფტი საქართველოში ძალზედ მრავალფეროვანია. ქვეყნის ჩრდილოეთი რეგიონები კავკასიონის სამხრეთ კალთებზეა შეფენილი. მცირე კავკასიონის ქედი, რომელიც თურქეთისა და სომხეთის საზღვრების პარალელურად გადის და სურამის/ლიხის ქედი, რომელიც მცირე კავკასიონს კავკასიონთან აკავშირებს წარმოქმნის ბუნებრივ ბარიერს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ხელს უწყობდა რეგიონებს შორის კულტურული თუ ლინგვისტური განსხვავებების ჩამოყალიბებას.

მტკვარი ქვეყანაში ყველაზე გრძელი და წყალუხვი მდინარეა. დასავლეთ საქართველოს მთავარი მდინარეა რიონი, რომელიც სათავეს ჩრდილოეთ კავკასიონში იღებს და შავ ზღვაში ჩაედინება.

ბუნება და მრავალფეროვნება

საქართველოში მოგზაურობის დროს გაოცებას იწვევს სხვადასხვა ტიპის პეიზაჟებისა და კლიმატური ზონების სწრაფი მონაცვლეობა. მართლაც ძნელია მსოფლიო რუკაზე იპოვო სხვა ასეთი მცირე ზომის ქვეყანა, სადაც ამდენ სხვადასხვა ტიპის ლანდშაფტი იქნება წარმოდგენილი და თითოეული მათგანი მნიშვნელოვანი და უნიკალურია თავის ფლორითა და ფაუნით. ქვეყანაში, რომელიც ერთ დღეში შეიძლება მანქანით კიდით კიდემდე გაიარო, ერთმანეთს ენაცვლება სუბტროპიკული უღრანი ჯუნგლით დაფარული შავი ზღვისპირეთი, დასავლეთ საქართველოს ჭაობები და ვეტლენდები, მთის სტეპები და ტბები სამხრეთ საქართველოში ჯავახეთის ზეგანზე, ნახევარუდაბნოები და ნათელი ტყეები ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მთის ტყეები, სუბ-ალპური და ალპური მდელოები და ბოლოს საქართველოს მშვენება _ კავკასიონის მარადიული თოვლით დაფარული მწვერვალები.

დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოების გამყოფი არცთუ მაღალი ლიხის ქედი, შავი ზღვიდან მომავალ ღრუბლებს აოკებს და აღმოსავლეთისკენ აღარ უშვებს. ამიტომ დასავლეთ საქართველო ბევრად ნესტიანი და სველია. აჭარის მთიანეთში მდებარეობს მტირალას მთა, რომელიც ყოფილ საბჭოთა კავშირში ყველაზე სველ ადგილად იყო აღიარებული. წლიური ნალექი აქ 4000 მმ აღწევს. შედარებისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყნის ექსტრემალური აღმოსავლეთის ნახევარუდაბნოებში წლიური ნალექი 100 მმ-ს იშვიათად აღწევს.

ყველა ამ განსხვავებულ ლანდშაპტს თავისი საკუთარი განუმეორებელი ფლორა და ფაუნა აქვს. ერთი შეხედვით უსიცოცხლო ნახევარუდაბნოში ისეთი იშვიათი ფრინველები და ცხოველები გვხვდება როგორიცაა: დურაჯი (black francolin), კაკაბი (Chukar), ბექობის ქრწივი (imperial eagle), სვავი (bleck vulture), მაჩვზღარბა (Indian Porcupine), ტურა, მელია. აქ ბევრია მგელი. მეცნიერები იმედს არ კარგავენ, რომ ისევ აღმოაჩენენ უკვე იშვიათობად ქცეულ ზოლებიან აფთარს. ხოლო ვაშლოვანის ნაკრძალში საქართველოსთვის ჯერ-ჯერობით ერთადერთი წინააზიური ლეოპარდი ცხოვრობს. 2004 წელს აღმოჩენილი ამ ცხოველის პოპულარობა იმდენად დიდია, რომ მას საკუთარი სახელი _ ნოეც კი შეარქვეს. უკანასკნელად ლეოპარდი საქართველოში მეოცე საუკუნის ორმოცდაათიან წლებში იყო დაფიქსირებული, ამიტომ ნოეს აღმოჩენა დიდ სენსაციად იქცა, თავად ეს ცხოველი ვაშლოვანის ეროვნული პარკის სავიზიტო ბარათი და განსაკუთრებული დაცვის ობიექტი გახდა.

საქართველოს ტერიტორიის 40 პროცენტი დღემდე ტყითაა დაფარული. ამ ტერიტორიის ძირითადი ნაწილი ფოთლოვან ტყეს უჭირავს, თუმცა გვხვდება, როგორც წიწვოვანი ასევე შერეული სახის ტყეები. ტყეში დღემდე მრავლად ბინადრობს შველი, დათვი, ირემი, მგელი, ფოცხვერი. მრავალი პატარა და დიდი ცხოველი თუ იშვიათი ფრინველი.

კოლხეთის ჭაობები ფრინველთა მიგრაციის მთავარ გზაზე მდებარეობს. ასეთი გზა კავკასიაში ორია, ერთი შავი ზღვის, მეორე კი _ კასპიის ზღვის ნაპირს მიუყვება. გაზაფხულზე და შემოდგომაზე ფოთის ან ბათუმის შემოგარენში შეიძლება თვალი ადევნოთ მილიონობით ფრინველის მიგრაციას. მათი საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი კოლხეთში იზამთრებს. კოლხეთის დაბლობი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია კოლხეთის ეროვნულ პარკად არის გამოცხადებული, მათ ზამთრის სახლს და ბერდვოჩერებისთვის ნამდვილ სამოთხეს წარმოადგენს.

სამხრეთ საქართველოს რეგიონი ჯავახეთი წარმოადგენს დაახლოებით 2000 მეტრის პირქუშ და განუმეორებელი სილამაზის ვულკანურ ზეგანს, ზედ მიმობნეული ტბებით, რომლებზეც რეგიონისთვის დამახასიათებელი ყველა წყლის ფრინველი გვხვდება. ეს ერთადერთი ადგილია საქართველოში სადაც ვარხვების (პელიცან) დიდი კოლონიები ბუდობს. ჯავახეთის ტბათა შორისაა ფარავნის ტბაც _ საქართველოს უდიდესი მტკნარი წყალსატევი.

კავკასიონის მიუვალ კლდეებზე ცხოვრობს ისეთი უნიკალური ცხოველი, როგორიცაა კავკსიური ჯიხვი (Caucasian Tur ) - კავკასიონის ენდემი. ეს გარეული თხა წლის უდიდეს ნაწილს ზღვის დონიდან სამი ათას მეტრზე მაღლა ატარებს. იგი ხალხური მითებისა და ლეგენდების განუყოფელი გმირია, ხოლო წარსულში საქართველოს მთიელთათვის ჯიხვის მონადირება ვაჟკაცობის და მამაკაცური ღირსების საქმე იყო.

ჯიხვის მეზობლად ცხოვრობს ენდემური ფრინველი _ კავკასიური შურთხი (Caucasian Snowcock), ხოლო ოდნავ დაბლა, სუბალპური და ალპური სარტყლების საზღვარზე ასევე ენდემური კავკასიური როჭო (Caucasian black Grouse).

მთელს კავკასიონზე და ასევე მცირე კავკასიონის მთიანეთში გვხვდება არჩვი (Chamois), ხოლო აღმოსავლეთ კავკასიონზე არის ნიამორის (bezoar ibex) მცირე პოპულაცია, ხოლო კავკასიონის დიდი ფრთოსანი მტაცებლების: მთის არწივის (golden eagle), ბატკანძერის (Lammergeier), ორბის (Griffon vulture) ჰაერში ხილვა აქაურ ისედაც დაუვიწყარ პეიზაჟებს კიდევ უფრო ალამაზებს.

საქართველოს ფლორისთვის დამახასიათებელია ენდემიზმის მაღალი დონე. ამ მხრივ ყოვლად გამორჩეულია ლაგოდეხის დაცული ტერიტორია აღმოსავლეთ საქართველოში _ კახეთში, რომელიც კავკასიონის ფერდობზეა შეფენილი და რომელშიც სიმაღლეთა სხვაობა 2600 მეტრს აღწევს. დაწყებული ჭალის ტყეებით დაბლობში, მთის უზარმაზარი ტყეებით და კავკასიონის თითქოს უსიცოცხლო კლდეებით დამთავრებული. ამ ბოტანიკურ სამოთხეში ფლორის 121 სახეობა კავკასიის, ხოლო 9 _ საქართველოს ენდემია.

საქართველოში 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 9 ეროვნული პარკი, 17 აღკვეთილი, 14 ბუნების ძეგლი და 2 დაცული ლანდშაფტია.

კულტურა

საქართველო განთქმულია თავისი პოლიფონიური მუსიკით, იქნება ეს ხალხური სიმღერები თუ საეკლესიო საგალობლები. როდესაც ქართულ პოლიფონიას უსმენ გიჩნდება შეგრძნება, რომ რაღაც ძალიან ძველს და არქაულ ცოდნას ეხები.

ყველა კუთხეს თავისი სიმღერა, თავისი სტილი აქვს. როგორც წესი ქართული პოლიფონია სამხმიანია, მაგრამ დასავლეთ საქართველოში გურიის რეგიონში არის შვიდხმიანი პოლიფონიაც ყოვლად გასაოცარი და ქვეყნის სხვა კუთხეებისგან განსხვავებული.

ყოველ ზაფხულს საქართველოს დედაქალაქ თბილისში მთელი ეს პოლიფონიური მრავალფეროვნება ერთად იყრის თავს და ყოველწლიურ არტ გენის ფესტივალზე ხდება. ფესტივალის მომწყობებს ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიან პროფესიონალი და არაპროფესიონალი მომღერლები, მორომლებიც ძველი ფოლკის განუმეორებელი შემსრულებლები და მისი საიდუმლეობების მცოდნენი, რადგან საქართველოში ყოველ სოფელს საკუთარი სიმღერის რეპერტუარი აქვს. ფესტივალში ყოველთვის მონაწილეობენ საუკეთესო ქართული პოპ და როკ ჯგუფები და ეს ძველისა და ახლის შეხვედრის ნამდვილი ზეიმია, რომელსაც მთელი წლის მანძილზე მრავალი ადამიანი მოუთმენლად ელოდება.

დიდი ადგილი უჭირავს ქართველთა ყოფაში ხალხურ ცეკვასაც. სიმღერასთან ერთად სწორედ ქართული ცეკვაა ქვეყნის სავიზიტო ბარათი, ხოლო საუკეთესო ქართული ხალხური ცეკვის ჯგუფები თითქმის მთელი წლის განმავლობაში საგასტროლო კონცერტებით გადიან უცხოეთის ქვეყნებში. სწორედ ლამაზ ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილი, ხანჯლებით შეიარაღებული მამაკაცების შესრულებული გასაოცარი, ხანდახან აგრესიული აკრობატული ილეთების და ქალთა ნაზი მოძრაობების სცენაზე ნახვის შემდეგ გაუჩნდა მრავალ უცხოელ საქართველოსადმი ინტერესი და ამ ქვეყნის მონახულების სურვილი.

თბილისის კულტურული ცხოვრება მხოლოდ ფოლკით და ხალხური ფესტივალებით არ შემოიფარგლება. ქალაქის მთავარ პროსპექტზე ყველა ვიზიტორს ადვილად მოხვდება თვალში სხვა შენობებისგან განსხვავებული, მავრიტანულ სტილში აშენებული ოპერის შენობა. საქართველოში ბალეტისა და ოპერის საკმაოდ დიდი ტრადიცია არსებობს.

თბილისში ასევე წარმატებით მუშაობს რამდენიმე აკადემიური და მრავალი პატარა თეატრი. ქართული თეატრი და კინომატოგრაფი და ადგილობრივ რეჟისორთა ორიგინალური ხელწერა კარგადაა ცნობილი დასავლეთის კულტურულ წრეებში.

მაგრამ თბილისის სტუმარს პირველ რიგში აქაური მუზეუმების ნახვას ვურჩევთ. ისტორიის მუზეუმი ქრიტიანობამდელი განძით და ოქროს ნივთებითაა განთქმული, ხოლო ხელოვნების მუზეუმში ქრისტიანული კულტურის საგანძური და ქართული ფერწერის ნიმუშები ინახება. ამათგან გამოსაყოფია მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და მეოცის დასაწყისში მცხოვრები პრიმიტივისტი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ტილოების არაჩვეულებრივი ექსპოზიცია.

კლიმატი

საქართველოს კლიმატი თბილი და სასიამოვნოა. ქვეყნის ჰავის ფორმირებაზე გავლენას ახდენს შავი ზღვა და დიდი კავკასიონის მთები, რომლებიც ერთგვარ ბარიერს წარმოადგენენ და ქვეყანას ჩრდილოეთის ცივი ქარებისაგან იცავენ.

ქვეყნის კლიმატი უაღრესად მრავალფეროვანია. ძირითადად აქ ორი ძირითადი კლიმატური ზონაა. დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს კლიმატი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. დიდი კავკასიონის ქედი დიდ როლს თამაშობს ქვეყნის ჰავის ფორმირებაზე და ქვეყანას იცავს ჩრდილოეთის ცივი ჰაერის მასების შემოდინებისაგან. მცირე კავკასიონი კი ნაწილობრივ აკავებს სამხრეთის მშრალი და ცხელი ჰაერის მასებს.

დასავლეთ საქართველოს დიდი ნაწილი ნოტიონ სუბტროპიკული ჰავით ხასიათდება. წლიური ნალექი 1000-4000 მმ.-ს აღწევს. კლიმატი ზღვის დონის მატებასთან ერთად მკვეთრად იცვლება. დაბლობში ჰავა თბილი და სასიამოვნოა. მთის კლიმატი კი მკაცრია. ზაფხული ჭარბტენიანობით ხასიათდება, ზამთარში კი თოვლის საფარი ხანდახან 2 მეტრს აჭარბებს).

აჭარა კავკასიონის ყველაზე უხვტენიანი რეგიონია. მთა მტირალა, ქობულეთის აღმოსავლეთით, წლის განმავლობაში 4500 მმ.-მდე ნალექს იღებს. დასავლეთ საქარველოში ზამთრის საშუალო ტემპერატურა 5 გრადუსი, ხოლო ზაფხულის საშუალო ტემპერატურა 22 გრადუსია.
აღმოსავლეთ საქართველო ხასიათდება გარდამავალი ჰავით ნოტიო სუბტროპიკულიდან კონტინენტალურამდე. რეგიონის ჰავას განსაზღვრავს ცენტრალური აზიიდან შემოდინებული მშრალი და შავი ზღვის ნოტიო ჰაერის მასები. აღმოსავლეთ საქართველოს წლიური ნალექიანობა მკვეთრად ჩამორჩება დასავლეთისას და ის 400-დან 1600 მმ.-მე მერყეობს.

რეგიონის ყველაზე ნალექიანი პერიოდი გაზაფხული და შემოდგომაა. ზაფხული და ზამთარი შედაებით მცირე ნალექიანობით ხასიათდება. ზღვის დონის მატებასთან ერთად ტემპერატურა თანდათან იკლებს. 2000 მეტრამდე ზღვის დონიდან მთიან რეგიონებში ხანდახან ზაფხულშიც კი ყინვა ჩვეულებრივი მოვლენაა. აღმოსავლეთ საქარველოში ზაფხულის საშუალო ტემპრეატურა 20-24, ხოლო ზამთრის საშუალო ტემპერატურა 2-4 გრადუსია.